ვლაჰოვიჩი ტუდორის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იქნება
იტალიური მედიის ცნობით, იგორ ტუდორი დუშან ვლაჰოვიჩის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნებასა და იუვენტუსის შეტევის სერბ ფორვარდზე აწყობას გეგმავს.
ტუდორმა ვლაჰოვიჩის მიმართ პოზიტიური კომენტარი გასულ წლებში არაერთხელ გააკეთა. მან ლაციოში მუშაობის დროს აღნიშნა, რომ ვლაჰოვიჩს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევს და მასთან სიამოვნებით იმუშავებდა.
იუვენტუსში ტუდორის მისვლასც ვლაჰოვიჩი უკვე გამოეხმაურა და სოციალურ ქსელებში ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც მოიწონა. აღსანიშნავია, რომ დუშანმა გუშინ ნაკრებში მშრალი სერია შეწყვიტა და ავსტრიის კარში გოლი გაიტანა.