მოტას ‘მიღწევები’ იუვენტუსის რიგებში…
იუვენტუსს მწვრთნელის შეცვლა სეზონის მსვლელობისას არ ახასიათებს და ამას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აკეთებს, თუმცა ტიაგო მოტას გუნდიდან გაშვება სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩების წინ სრულიად ლოგიკური ნაბიჯი გახლდათ.
მოტას თაოსნობით იუვენტუსმა ყველა ტურნირზე 42 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 18 გამარჯვება მოიპოვა. საშუალოდ ბიანკონერი მატჩში 1.67 ქულას აგროვებდა, რაც იუვენტუსის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია.
იუვენტუსმა ატალანტასთან საკუთარ კედლებში 4-0 წააგო, რაც 1967 წლის შემდეგ საშნაო არენაზე ყველაზე მძიმე მარცხი გახლავთ.
სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, თუმცა ტიაგო მოტას იუვენტუსმა 16 ფრე უკვე ითამაშა, რაც გუნდის ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.
ამ ყველაფერს იტალიის სუპერ თასზე მილანთან, იტალიის თასზე ემპოლისთან, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან მარცხები დაემატა და ალბათ იუვენტუსის ქომაგების უდიდესი უმეტესობა მიიჩნევს, რომ ტიაგო მოტას გუნდიდან გაშვება ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება იყო…