ოფიციალურად: იუვენტუსმა მოტა გაუშვა და მის ნაცვლად ტუდორი დანიშნა
იუვენტუსმა გუნდიდან ტიაგო მოტას წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
ტურინულმა გრანდმა იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის გაშვება როგორც ცუდი შედეგების, ასევე ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობის გამო გაუშვა.
იუვენტუსში მოტა ტურინული გრანდის ლეგენდამ იგორ ტუდორმა ჩაანაცვლა. მან გუნდთან 4-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.