TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტუდორი იუვენტუსის ახალი მწვრთნელია

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იგორ ტუდორის იუვენტუსში მისვლა გადაწყვეტილია და მას გაოფიციალურებაღა აკლია.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ბიუროკრატიულ პროცედურას მოაგვარებს, რის შემდეგაც ხორვატი სპეციალისტი ტურინში ჩაფრინდება და იუვენტუსთან კონტრაქტს გააფორმებს.

ტუდორი ბიანკონერის რიგებში 4 თვით დარჩება, ის გუნდს როგორც სერია ა-ს დარჩენილ ტურებში, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს. ბიანკონერის ტუდორის კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივების საშუალება ექნება.

error: დაცული კონტენტი !