ნოტინგჰემი ლუისის სანაცვლოდ მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდის წინააღმდეგი არ არის
დუგლას ლუისი იუვენტუსის რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს და დიდი ალბათობით ბრაზილიელი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში დაბრუნდება.
გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იუვენტუსს 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, თუმცა ტრავმების და ადაპტაციის პრობლემების გამო მან მოლოდინები ვერ გაამართლა.
ცუდი სეზონის მიუხედავად, ლუისს ინგლისში მსურველები მრავლად ჰყავს და მათ შორის ყველაზე მეტად ნოტინგჰემ ფორესტი აქტიურობს.
ფორესტი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასთან ახლოს არის, ამიტომ ზაფხულში გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერებას ეცდება და მათი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ლუისი გახლავთ, ვის სანაცვლოდაც იუვენტუსი 40 მილიონ ევროს ითხოვს.