ჯუნტოლის გუნდში მანჩინის ხილვა სურდა, თუმცა…
იტალიელი ჟურნალისტის მიკელე დი ბლასისის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის პრიორიტეტი ტიაგო მოტას შესაცვლელად რობერტო მანჩინი იყო, თუმცა გუნდის დირექტორთა ბორდმა ამ იდეას მხარი არ დაუჭრა, სწორედ ამიტომ ტიაგო მოტას იუვენტუსის სათავეში სეზონის ბოლომდე იგორ ტუდორი შეცვლის.
ლუკა მომბლანოს ცნობით, ტიაგო მოტას იუვენტუსის რიგებს დიდი ალბათობით ხვალ დატოვებს და ჯენოასთან მატჩში გუნდს ტუდორი გაუძღვება.
იუვენტუსის ლეგენდა გუნდთან 4-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი შემდგომში კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით.