TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე მილიკთან კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს

იუვენტუსი პოლონელ ფორვარდთან არკადიუშ მილიკთან მიმდინარე კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს.

31 წლის ფორვარდის პრობლემები ზაფხულში დაიწყო, მან მუხლის ტრავმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო, რის გამოც 2 ოპერაციის გაკეთება მოუწია და ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის შეძლებს ის მოედანზე დაბრუნებას.

მილიკის მიმდინარე კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ის ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ბიანკონერი პოლონელთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს.

error: დაცული კონტენტი !