სიტი იუვენტუსის 2 ფეხბურთელის გაფორმებას ეცდება
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი იუვენტუსის ორი ფეხბურთელის: კენან ილდისისა და ანდრეა კამბიაზოს გაფორმებას ეცდება.
ქალაქელები ზაფხულში შემადგენლობის მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავენ და პეპ გუარდიოლას მთავარ სამიზნეთა შორის იუვენტუსის ფეხბურთელები გახლავთ.
წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გუნდს სავარაუდოდ დუეტის გაყიდვა მოუწევს.