იუვე ილდისის გაშვებას სერიოზულად განიხილავს
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი კენან ილდისის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ილდისი შესაძლოა იმ შემთხვევაშიც კი გაყიდოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
დი მარციოს ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი ზაფხულში შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას გააგრძელებს და მინიმუმ 2-3 ტოპ ტრანსფერს განახორციელებს, ამისთვის კი გუნდს საკმაოდ მსუყე ფინანსები დასჭირდება…