TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს მფლობელებსა და ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა ხვალ გაიმართება

იტალიური მედიის ცნობით, ხვალ იუვენტუსის მფლობელებსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა იგეგმება.

IlBianconero-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეები გუნდში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და დიდი ალბათობით ტიაგო მოტას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

წყაროს ინფორმაციით, მოტა სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე გუნდში დარჩება, თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ ის ბიანკონერის სათავეში მომდევნო სეზონშიც ვნახოთ.

error: დაცული კონტენტი !