ახალი ფორმაცია და ვლაჰოვიჩი-მუანის დუეტი ჯენოასთან…
იუვენტუსის ის ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებებში გამოძახებულები არ არიან, კონტინასას ბაზაზე მუშაობას აგრძელებენ.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტა ახალ ფორმაციაზე მუშაობს, რომელსაც ჯენოასთან მატჩში გამოიყენებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი გენუური გუნდის წინააღმდეგ 4-3-1-2 სქემაზე გადაერთვება. შეტევაში დუშან ვლაჰოვიჩი და კოლო მუანი ერთად ითამაშებენ, მათ უკან კი ათიანზე ნიკო გონსალესი ან კენან ილდისი იქნება…