ფაჯოლი:“ იუვენტუსის დატოვების გამო ბევრი ვიტირე“
იუვენტუსის ყოფილმა ნახევარმცველმა ნიკოლო ფაჯოლიმ Corriere dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„დისკვალიფიკაცია ბეთინგის გამო ? ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. მე შემეძლო ვარჯიში, სირბილი, მუშაობა, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება რთული იყო, რადგან ვიცოდი, რომ ფეხბურთის თამაშის უფლება არ მქონდა.
„ახლა მშვიდად ვარ, დავუბრუნდი იმ საქმის კეთებას, რაც ყველაზე ძალიან მეტად მიყვარს. ფიორენტინას მაისურის ტარება დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობაა და ამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.
„იუვე ? იუვენტუსი ჩემი სახლი იყო, მე იქ 11 წელი გავატარე და როდესაც დამშვიდობების დრო მოვიდა, ძალიან ბევრი ვიტირე. მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ნაწილის ერთი, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფაზა დასასრულს უახლოვდებოდა. მე ვტოვებდი ნაცნობ ადგილებს, თანაგუნდელებს, ყოველდღიურ რუტინას, ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ფიორენტინა თბილად დამხვდა და ამან შეგუება გამიადვილა.
„იუვენტუსში შენ გამარჯვების აღნიშვნის დროც კი არ გაქვს, გამარჯვების შემდეგ შენ მომდევნო მატჩში გამარჯვებაზე ფიქრობ და ეს უწყვეტი ციკლია. იქ შეცდომების დაშვება არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში შანსს ვეღარ მიიღებ.
„მე იუვეში შანსი მხოლოდ ალეგრიმ მომცა, ლაიფციგთან და ჯენოასთან მატჩების შემდეგ კი ტიაგო მოტასთვის მნიშვნელოვანი აღარ ვიყავი, ხოლო როდესაც მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი არ ხარ, გუნდის დატოვება სწორი გადაწყვეტილებაა.“