ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის შემთხვევაში იუვენტუსს წამყვანი ფეხბურთელების გაშვება მოუწევს
მიმდინარე სეზონის ოთხეულში დასრულება არა მხოლოდ სპორტული, ამავრდოულად ფინანსური ასპექტების გამოც ძალიან მნიშვნელოვანია.
Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, რაც გუნდს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს მიაყენებს, იუვენტუსს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გაშვება მოუწევს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს სავარაუდოდ კენან ილდისისა და ანდრეა კამბიაზოს გაყიდვა მოუწევს, ამის გარდა კი გუნდი კოლო მუანისა და შიკო კონსეისაუს შენარჩნებას ვეღარ შეძლებს.