სალემაკერსი იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, იუვენტუსი ალექსის სალემაკერსის სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, მაგრამ ამ მომენტისთვის ბელგიელი ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის.
გუნდში სალემაკერსის ხილვა ტიაგო მოტას სურს, რომელთან ერთადაც იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი გასულ სეზონში ბოლონიაში მუშაობდა, მაგრამ ის ტურინში სათადარიგო ფეხბურთელად მოიაზრება და მისი ტრანსფერი ამ მომენტისთვის პრიორიტეტი არ არის.
წყაროს ცნობით, თუ მილანმა მომდევნო კვირებში სალემაკერსის გაყიდვა ვერ შეძლო, იუვე ლომბარდიულ გრანდთან მოლაპარაკებებს დაიწყებს და მის გაცილებით იაფად გაფორმებას ეცდება.