TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ხელმძღვანელობის ულტიმატუმი მოტას…

ფიორენტინასთან და ატალანტასთან კოშმარული მარცხების შემდეგ, ტიაგო მოტას სიტუაციის გამოსასწორებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის გუნდს დატოვებს.

SportMediaset-ის ცნობით, იუვენტუსის ხელმძღვანელობამ ტიაგო მოტას მოუწოდა, ექსპერიმენტები შეწყვიტოს, ფეხბურთელები თავიანთ ნატურალურ პოზიციებზე ათამაშოს, ამის გარდა მან ილდისი და ვლაჰოვიჩი, რომლებსაც მწვრთნელთან ცუდი ურთიერთობის გამო სულ უფრო ცოტა დრო ეძლევათ, კვლავ გუნდის მნიშვნელოვან წევრებად აქციოს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობას ცვლილებების ნახვა ჯენოასთან მატჩიდან დაწყებული სურს, წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ზომების მიღება მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !