TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

დელნერი:“ ჩემი და მოტას იუვენტუსის შედარება ? მე 200 მილიონის დახარჯვის საშუალება არ მქონია“

იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა ლუიჯი დელნერიმ მის და ტიაგო მოტას გუნდებს შორის არსებულ მსგავსებებზე ისაუბრა.

„ჩემი და მოტას იუვენტუსის შედარება ? ვფიქრობ, ეს სრულიად უადგილოა. მე იუვენტუსი ძალიან რთულ პერიოდში ჩავიბარე, ეს გარდამავალი წელი უნდა ყოფილიყო და მე სატრანსფერო ფანჯარაზე 200 მილიონი ევროს დახარჯვის ფუფუნება არ მქონდა.

„ერთი რამ ფაქტია, იუვენტუსში შენ უნდა გაიმარჯვო, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდს დატოვებ.

„იუვენტუსი ბოლონია არ არის, იქ შენ დროს არავინ მოგცემს. ტიაგო ფეხბურთელებს პოზიციებს ხშირად უცვლის, რაც მათ აბნევს და ეს ყველაფერი გუნდის შედეგებზეც აისახება.”

error: დაცული კონტენტი !