ნაპოლი გატის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, ნაპოლი ზაფხულში იუვენტუსის მცველის ფედერიკო გატის გაფორმებას ეცდება.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, პარტენოპეი სეზონის ბოლოს დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ჯოვანი მანას ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ გატი იქნება.
გამოცემის ცნობით, გატისა და ტიაგო მოტას შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა და თუ მოტა გუნდში დარჩა, ფედერიკო დიდი ალბათობით იუვენტუსს დატოვებს.