იუვენტუსის ხელმძღვანელობასა და ტიაგო მოტას შორის შეხვედრა დასრულდა…
იტალიური მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ იუვენტუსის ხელმძღვანელობა სადილზე ტიაგო მოტას შეხვდა.
IlBianconero-ს ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობამ მოტას ნდობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, თუმცა მისგან სიტუაციის გამოსწორებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ითხოვა.
წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის მოტას გუნდიდან გაშვება არ იგეგმება, იუვენტუსი საბოლოო დასკვნებს სეზონის ბოლოს გააკეთებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.