ტაკინარდი:“ მოტამ იუვენტუსი უნდა დატოვოს“
იუვენტუსის ყოფილმა ფეხბურთელმა ალესიო ტაკინარდიმ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„სეზონის სტარტზე მე ტიაგო მოტას დიდი რწმენა მქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ვფიქრობდი, რომ ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კი გუნდს თავისი ნებით დატოვებდა.
„აშკარაა, რომ იუვენტუსს თამაშის გეგმა არ გააჩნია, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობა აშკარად იგრძნობა, რისი გამოსწორებაც ფაქტობრივად შეუძლებელია და ვფიქრობ, მოტამ გუნდი უნდა დატოვოს.“