TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი მოტას გაშვებას არ აპირებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის და იუვენტუსის ინსაიდერის ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ტიაგო მოტას გაშვება გადაიფიქრა და დიდი ალბათობით ის გუნდს მსოფლიო საკლუბო მუნდიალზეც გაუძღვება.

წყაროს ცნობით, მოტასა და გუნდის მფლობელს ჯონ ელკანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, რის შემდეგაც ელკანმა იუვენტუსის ხელმძღვანელობას მოტას მიმართ ნდობა დაუდასტურა.

ალბანეზეს თქმით, თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა, ამ ეტაპზე მოტას გაშვება არ იგეგმება.

error: დაცული კონტენტი !