მოტა:“ ჩემი მომავალი ? ეს პრიორიტეტი არ არის…“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„როგორც ყოველთვის, ფლორენციაში თამაში მარტივი არასოდეს არის და ვიცით, რომ ფიორენტინას წინააღმდეგ რთული დაპირისპირება გველოდება. მათ ევროპაზე გაიმარჯვეს და მოტივირებულები არიან, თუმცა ჩვენ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ.
„ტრავმირებულები ? ჩვენ ლაზარეთიდან სავონა, რუჰი და კონსეისაუ დაგვიბრუნდნენ.
„მხარდაჭერა გუნდის მხრიდან ? მე გუნდის ხელმძღვანელობის სრულ მხარდაჭერას ვგრძნობ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა კი მთავარი ფიორენტინასთან მატჩია.
„მიზანი ხვალინდელ მატჩში ? როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი მოედანზე გასვლა, კარგი თამაშის ჩვენება და გამარჯვებაა.
„საუბრები ჩემი წასვლის თაობაზე ? ჩემი მომავალი ახლა პრიორიტეტი არ არის, ახლა მთავარი ხვალინდელი მატჩი და გამარჯვებაა.
„ატალანტასთან მარცხი ? ასეთი რთული მარცხის მიღება და მონელება ძალიან რთულია, ჩვენ ეს შეხვედრა გავაანალიზეთ. ბიჭები იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები არიან და ხვალ სიტუაციის გამოსასწორებლად კარგი შანსი გვექნება.
„მოქმედებს თუ არა ჩემზე გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე არსებული ცნობები ? ჩვენს პროფესიაში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს სწორიც არის. მე ჩემს შეცდომებს ყოველდღიურად ვააანალიზებ და მათ გამოსწორებაზე ვმუშაობ. ასეთ რთულ მომენტებში მთავარი მუშაობის გაგრძელებაა.
„ამ კვირაში ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა, გუნდის ხელმძღვანელობამ თავისი პოზიცია ნათლად დააფიქსირა, რის გამოც ბედნიერი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი კრიტიკოსი თავადვე ვარ და ვიცი, რომ მეტი მომეთხოვება, ახლა კი წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და ხვალინდელ მატჩზე ვიფიქროთ.“