ფიორენტინა – იუვენტუსი გეგმის მიხედვით გაიმართება
სერია ა-ს 29-ე ტურის მატჩი ფიორენტინასა და იუვენტუსს შორის გეგმის მიხედვით გაიმართება.
ფლორენციაში არსებული უამინდობის გამო, გუშინ მატცის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ამინდი გამოსწორდა და არტემიო ფრანკიზე გუნდებს შორის თამაში ხვალ გეგმის მიხედვით, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.