კოლო მუანის მსურველი ინგლისში გამოუჩნდა
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობს, თუმცა მისი ტურინში დარჩენა გადაწყვეტილი არ არის.
SportItalia-ს ცნობით, თუ ტიაგო მოტამ გუნდი დატოვა, რისი ალბათობა საკმაოდ დიდია, კოლომ შესაძლოა იუვენტუსში დარჩენაზე უარი თქვას და სხვა ვარიანტები განიხილოს.
წყაროს ინფორმაციით, კოლოს მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს და მათ შორის ყველაზე მეტად ნიუკასლი აქტიურობს.