TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაპუანო:“ მოტას ბედი უკვე გადაწყვეტილია“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯოვანი კაპუანოს აზრით, ტიაგო მოტას იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.

„ვფიქრობ, ტიაგო მოტას იუვენტუსში დარჩენა გამორიცხულია, იმის მიუხედავად, შეძლებს თუ არა ის გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გაყვანას.

„პრობლემა არა მხოლოდ შედეგები, არამედ გუნდის არასტაბილური თამაში, გასახდელში არსებული დაძაბულობა და გუნდის ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის არც თუ ისე კარგი ურთიერთობაა.

„იუვენტუსის დონის გუნდში ასეთი არასტაბილური შედეგები მიუღებელია და ვფიქრობ, მისი წასვლა მხოლოდ დროის საკითხია.“

error: დაცული კონტენტი !