კასანო:“ მოტა იუვეს დატოვებს, ტურინელებს ტოპ დონის მწვრთნელი სჭირდებათ“
ყოფილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ იუვენტუსს ტიაგო მოტას გაშვებისკენ მოუწოდა.
„ვფიქრობ, იუვენტუსმა ტიაგო მოტა სეზონის დასრულებისთანავე უნდა გაუშვას. არ მგონია, რომ დღევანდელი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა და მისი გუნდში დატოვება შესაძლებელია.
„ტურინულ გრანდს ტოპ დონის მწვრთნელი სჭირდება, რომელიც გუნდს როგორც კარგი თამაშის სტილს შესძენს, ასევე ტიტულებისთვის იბრძოლებს.“