TuttoJuve

Juve per sempre sarà

სიტი დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდება

მიმდინარე სეზონში იუვენტუსის არასტაბილური თამაშის ფონზე, მიკელე დი გრეგორიო ტურინული გრანდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და იტალიური მედიის ცნობით, მის მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს.

Tuttomercato-ს ცნობით, მიკელეს გაფორმებით დიანტერესებული ერთ-ერთი გუნდი მანჩესტერ სიტი გახლავთ, რომელიც ედერსონის პოტენციური შემცვლელის ძიებაშია.

გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსს დი გრეგორიოს გაყიდვა არ სურს, მაგრამ თუ ქალაქელებმა ტურინულ გრანდს შესაბამისი წინადადებით მიმართეს და იტალიელმა გუნდი დატოვა, იუვე მის შეცვლას ჯიჯო დონარუმას კანდიდატურით ეცდება.

error: დაცული კონტენტი !