ვეიგას იუვენტუსში დარჩენა სურს
რენატუ ვეიგას იუვენტუსში დარჩენა სურს და ტურინული გრანდი ამ საკითხზე მუშაობას უკვე შეუდგა.
ახალგაზრდა მცველი ტურინულ გრანდს 6-თვიანი იჯარით შეუერთდა, მისი შემდგომში გამოსყიდვის გარეშე. მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი პორტუგალიელის შენარჩუნებას ეცდება.
წყაროს ცნობით, ჩელსის ვეიგას გაყიდვა არ უნდა, მაგრამ თავად ფეხბურთელის პოზიცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს და დიდია ალბათობა, ვეიგა ტურინში 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ დარჩეს.