TuttoJuve

Juve per sempre sarà

გატიმ შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს

იტალიური წყაროების ცნობით, ფედერიკო გატიმ ზაფხულში შესაძლოა იუვენტუსი დატოვოს.

SportItalia-ს ცნობით, იტალიელ მცველს ტიაგო მოტასთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს და თუ იუვენტუსმა მოტას შენარჩუნება გადაწყვიტა, გატი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.

ფედერიკოს მსურველები მრავლად ჰყავს, მის გაფორმებას ზაფხულში ინგლისური გუნდები ცდილობდნენ და იუვენტუსს იტალიელის სანაცვლოდ 25-30 მილიონის გამომუშავება არ გაუჭირდება.

error: დაცული კონტენტი !