გალეონე:“ ალეგრის იუვენტუსში დაბრუნება გამორიცხულია, ტურინელების ადგილას გასპერინის გავიფორმებდი“
მაქს ალეგრის ახლო მეგობარმა და მენტორმა ჯოვანი გალეონემ ტურინში ალეგრის დაბრუნება გამორიცხა და ბიანკონერის ჯან პიერო გასპერინის გაფორმება ურჩია.
„ვფიქრობ, ალეგრი მილანში დაბრუნებას სერიოზულად განიხილავს, თუმცა მისი იუვენტუსის რიგებში ხილვა გამორიცხულია.
„იუვენტუსში ტიაგო მოტას წასვლის შემთხვევაში ჯან პიერო გასპერინის მისვლა ლოგიკური იქნებოდა, ის იუვენტუსში წლების განმავლობაში მუშაობდა და გუნდს კარგად იცნობს.“