ფერარა:“ იუვენტუსში გამარჯვების იდეით შებყრობილი უნდა იყო, სხვა ყველა შედეგი მიუღებელია“
იუვენტუსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჩირო ფერარამ გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა.
„როდესაც შენ იუვენტუსის წევრი ხარ, ამ მაისურით თამაშობ და მისი ისტორიის ნაწილი ხდები, შენ გამარჯვების იდეით შებყრობილი უნდა იყო, სწორედ ეს არის იუვენტუსის მიზანი.
„მწვრთნელმა გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების არსებობა მიზეზად არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ეს გუნდის ხასიათში არ ჯდება. ნებისმიერმა ფეხბურთელმა უნდა გაიგოს, თუ რას ნიშნავს იუვენტუსი. ატალანტასთან მატჩში დაშვებული შეცდომები ახალგაზრდა ფეხბურთელების კისერზე არ არის.“