სკირა:“ იუვე მოტას გაშვებას არ აპირებს“
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, ატალანტასთან სამარცხვინო მარცხის მიუხედავად იუვენტუსი ტიაგო მოტას გაშვებას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, მოტა სეზონს ტურინული გრანდის სათავეში დაასრულებს და ბიანკონერის ხელმძღვანელობა მწვრთნელის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს.
სკირას თქმით, გუნდის თავისი ინიციატივით დატოვებას ტიაგო მოტა არც კი განიხილავს.