იუვენტუსმა იგორ ტუდორის წარმომადგენელთან მოლაპარაკებები დაიწყო
ატალანტასთან სამარცხვინო მარცხის შემდეგ, იტალიურ მედიაში ტიაგო მოტას გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები კვლავ აქტუალური გახდა.
არაერთი წყაროს ცნობით, ტიაგო მოტას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში გუნდი მის დროებით შემცვლელად იუვენტუსის ლეგენდას იგორ ტუდორს მოიაზრებს.
ტუდორის გარდა, ბიანკონერი ასევე განიხილავს იუვენტუსის NextGen-ის მასიმო ბრამბილას კანდიდატურას.