TuttoJuve

Juve per sempre sarà

სიტიმ შესაძლოა კამბიაზოზე უარი თქვას და ტეო ერნანდესის გაფორმება სცადოს

მანჩესტერ სიტი იანვარში ანდრეა კამბიაზოს გაფორმებას აქტიურად ცდილობდა და მის მიმართ ინტერესს კვლავ ინარჩუნებს, თუმცა არ არის გამორიცხული, ქალაქელებმა იტალიელზე უარი თქვან და მილანის ტეო ერნანდესზე გადაერთნონ.

ერნანდესი დიდი ალბათობით მილანს სეზონის ბოლოს დატოვებს და სიტის ფეხბურთელის გაფორმება 35-40 მილიონად შეეძლება, იუვენტუსი კი კამბიაზოს სანაცვლოდ მინიმუმ 75-80 მილიონ ევროს ითხოვს.

SportItalia-ს ცნობით, ქალაქელები კამბიაზოს სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის გადახდას არ აპირებენ და სავარაუდოდ აქცენტს ერნანდესზე გააკეთებენ.

error: დაცული კონტენტი !