იუვე ედერსონის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური გამოცემა IlBianconero-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას ფეხბურთელის ედერსონის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ლა დეას წარომადგენლებს უკვე შეხვდა და ბრაზილიელის მიმართ გუნდის ინტერესი დააფიქსირა.
ატალანტა ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვს, მის მიმართ ინტერესს იუვენტუსის გარდა რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს.