ოფიციალურად: მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 1 მილიარდი იქნება
FIFA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 1 მილიარდი დოლარი იქნება.
ტურნირზე სხვადასხვა კონტინენტის საუკეთესო წარმომადგენლები იასპარეზებენ, იტალიის ღირსებას კი ინტერი და იუვენტუსი დაიცავენ.
თითოეული მონაწილე გუნდი მინიმუმ 20 მილიონ ევროს მიიღებს და ეს თანხა შემდგომში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით გაიზრდება.