TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

პრუცო:“ ოსიმენი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს“

ყოფილი იტალიელი ფეხბურთელის რობერტო პრუცოს ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს.

„ვიცი, რომ ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში იუვენტუსის ფორვარდი გახდება. მის ერთ-ერთ წარმომადგენელს ფლორენციაში ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მისი ტურინში გადაბარგება ფაქტობრივად გადაწყვეტილია.“

შეგახსენებთ, კრისტიანო ჯუნტოლი ოსიმენს დუშან ვლაჰოვიჩის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებს. მისი გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა.

error: დაცული კონტენტი !