იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის კოლო მუანის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება
იუვენტუსი რანდალ კოლო მუანის შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს და მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ფრანგი ფორვარდის იჯარის 1 წლით გახანგრძლივება სურს, მისი შემდგომში 40 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
წყაროს ცნობით, კოლო იუვენტუსთან კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მისი გასამრჯელო სეზონში დაახლოებით 6-6.5 მილიონი ევრო იქნება.