ფეხბურთელთა სია, რომლებმაც შესაძლოა ზაფხულში იუვენტუსი დატოვონ
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას სეზონის ბოლოს აქტიურად გააგრძელებს და დიდი ალბათობით ტურინულ გრანდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი გატის, სავონას, მბანგულას, ლუისის, გონსალესის, პერინის, ვეას და ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს განიხილავს და შესაბამისი შეთავაზების შემთხვევაში მათ გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსში დარჩენა არც კენან ილდისს აქვს გარანტირებული. ბიანკონერის მისი გაყიდვა არ სურს, თუმცა თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება, ტურინულ გრანდს ფინანსური ზარალის აღმოსაფხვრელად თურქი ტალანტის გაყიდვა მოუწევს.