TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოსიმენი ჯუნტოლის პრიორიტეტული სამიზნე იქნება

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ვიქტორ ოსიმენი იქნება.

წყაროს ცნობით, გუნდიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლა უკვე გადაწყვეტილია და ჯუნტოლის მისი ჩანაცვლება სწორედ ნიგერიელი ფორვარდის გაფორმებით სურს.

როგორც ნაპოლის დირექტორმა ჯოვანი მანამ დაადასტურა, ოსიმენის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევროა მითითებული, რისი გადახდაც ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლისა და დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვის შემთხვევაში არ უნდა გაუჭირდეს.

error: დაცული კონტენტი !