დე ძერბი მოტას პოტენციური შემცვლელების სიაში
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ტიაგო მოტას პოტენციური შემცვლელების ძიებას აქტიურად აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტიაგო მოტას გუნდიდან წასვლის შემთხვევაში იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი მარსელის მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი იქნება.
იტალიელი სპეციალისტის თამაშის სტილი, მისი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის უნარი და ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მუშაობის გამოცდილება დე ძერბის იუვენტუსისთვის იდეალურ კანდიდატად აქცევს.
რობერტოს გარდა, იუვენტუსს გასულ დღეებში რობერტო მანჩინი, ანტონიო კონტე და ჯან პიერო გასპერინი დაუკავშირეს.