იუვენტუსმა ფინანსური წლის ნახევარი პოზიტიური ბალანსით დახურა
მოედანზე არსებული სირთულეების მიუხედავად, იუვენტუსის ფინანსური სიტუაცია სულ უფრო უმჯობესდება.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა მიმდინარე ფინანსური წლის პირველი ნახევარი 16.9-მილიონიანი მოგებით დახურა, რაც გასულ წელთან შედარებით 112 მილიონით არის გაუმჯობესებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდს მიმდინარე სეზონში მაისურის მთავარი სპონსორი არ ჰყავს, რაც მომდევნო სეზონში შეიცვლება და გუნდს შემოსავლის სახით მინიმუმ 30-35 მილიონ ევროს მოუტანს.