ინტერი ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, ინტერი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნერაძური სერბ ფორვარდს მარკუს ტურამის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 75 მილიონი ევრო აქვს მითითებული და მისი ტრანსფერით არაერთი გრანდი, მათ შორის პსჟ ინტერესდება.
გამოცემის ცნობით, თუ ტურამმა ზაფხულში გუნდი დატოვა, ლომბარდიული გრანდის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ვლაჰოვიჩი იქნება.