TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კობოლი ჯილი:“ სამარცხვინო და იმედგამაცრუებელი იუვენტუსი…“

იუვენტუსის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ ტურინულ გრანდში არსებული სიტუაცია შეაფასა.

„ემპოლისთან იუვენტუსის პირველი ტაიმის ყურება უბრალოდ შეუძლებელი იყო, ისინი სამარცხვინო და იმედგამაცრუებელ ფეხბურთს თამაშობდნენ, მეორე ნახევარში კი გუნდს რეაგირების არანაირი სურვილი არ ეტყობოდა. არ ველოდებოდი, რომ ვლაჰოვიჩისა და ილდისის დონის ფეხბურთელები 11-მეტრიანს გააცუდებდნენ.

„აშკარაა, რომ რაღაც არ მუშაობს. დღევანდელი იუვენტუსი ალეგრის გუნდს მაგონებს, ფეხბურთელებს მწვრთნელის გაგება უჭირთ.

„კრიტიკა გუნდის ხელმძღვანელობის მიმართ ? მე ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გუშინდელი მატჩის შემდეგ კომენტარი არა ტიაგო მოტას, არამედ გუნდის გენერალურ დირექტორს ან პრეზიდენტს უნდა გაეკეთებინა.

„ჯუნტოლი ? შედეგების მხრივ აშკარაა, რომ ახალი ფეხბურთელები მოლოდინებს ვერ ამართლებენ. გუნდმა დუგლას ლუისსა და კოპმეინერსში 100 მილიონზე მეტი დახარჯა, ისინი ახალი იუვენტუსის წამყვანი ფეხბურთელები უნდა გამხდარიყვნენ, მაგრამ ამას ვერ აკეთებენ.

„მოტა ? იუვენტუსი შუა სეზონში მწვრთნელს იშვიათად უშვებს, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ ამ მომენტისთვის მისი შემცვლელი არ ჩანს. ვფიქრობ, გუნდი გადაწყვეტილებას სეზონის შემდეგ მიიღებს.

„გავუშვებდი თუ არა მოტას ? თუ მწვრთნელსა და გუნდს შორის განხეთქილებაა, რისი თქმაც გარედან შეუძლებელია, მაშინ მე გარკვეული გადაწყვეტილების მიღება მომიწევდა, თუმცა ვიმეორებ, რომ ამ მომენტისთვის ახალი მწვრთნელის პოვნა რთული იქნება.“

error: დაცული კონტენტი !