TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსიდან მოტას გაშვება სერიოზულად განიხილება

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა გუნდიდან ტიაგო მოტას გაშვებას განიხილავს.

ჩემპიონთა ლიგაზე ფიასკოს გუშინ იტალიის თასზე ემპოლისთან სამარცხვინო მარცხიც დაემატა და მოტას პოზიცია გუნდში კიდევ უფრო შეარყია.

წყაროს ინფორმაციით, ტიაგო დიდი ალბათობით სეზონს იუვენტუსის რიგებში ჩაამთავრებს, რადგან გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს და იუვენტუსის ხელმძღვანელობას დარჩენილ 12 ტურში კიდევ უფრო დიდი არეულობის შეტანა არ სურს, მაგრამ სეზონის ბოლოს ტიაგო მოტას მომავალთან დაკავშირებით სერიოზული საუბრები გაიმართება.

სკირას თქმით, გუნდის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ შედეგებით და თამაშის უსახური სტილით, არამედ გასახდელში ტიაგო მოტას მუშაობითაც უკმაყოფილოა. მას ფეხბურთელებთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, რაც მათ თამაშზეც აისახება.

error: დაცული კონტენტი !