TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული არ არის

ტურინული გამოცემა Corriere di Torino-ს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა გამორიცხული ჯერ კიდევ არ არის.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის აგენტი კრისტიანო ჯუნტოლის მომდევნო კვირებში კიდევ ერთხელ შეხვდება და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმების პოვნას ეცდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალი გახდება.

იუვენტუსი სერბს კონტრაქტის 2026 წლიდან 2029 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, სანაცვლოდ კი ვლაჰოვიჩს ხელფასის 12 მილიონიდან 8 მილიონამდე შემცირება მოუწევს.

error: დაცული კონტენტი !