TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ფეიენორდს ჰანცკოს თაობაზე მომდევნო დღეებში შეხვდება

იუვენტუსი დავიდ ჰანცკოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და ფეიენორდთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.

IlBianconero-ს ცნობით, ნიდერლანდელებს სლოვაკი მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევროს მიღება სურს, იუვენტუსი კი ამ თანხის შემცირებას ეცდება.

წყაროს ინფორმაციით, დიდია ალბათობა, რომ იუვენტუსმა ჰანცკოს ტრანსფერში ამჟამად ფეიენორდის რიგებში იჯარით მოასპარეზე ფაკუნდო გონსალესი ჩართოს, რომლის გამოყიდვაც ნიდერლანდელებს 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლიათ.

error: დაცული კონტენტი !