კალულუ იუვენტუსის განკარგულებაში ატალანტასთან მატჩისთვის დაბრუნდება
იუვენტუსის უკანახაზელი პიერ კალულუ სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს და ჯერჯერობით მისი მოედანზე დაბრუნება არ იგეგმება.
პიერმა კუნთის ტრავმა გასული თვის ბოლოს მიიღო და SportItalia-ს ცნობით, ფრანგს მოედანზე დასაბრუნებლად კიდევ რამდენიმე კვირა დაჭირდება.
გამოცემის ინფორმაციით, პიერ კალულუ გუნდის განკარგულებაში სავარაუდოდ 9 მარტს, ატალანტასთან გასამართ მატჩში დაუბრუნდება.