TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კამბიაზოს ტრავმა სერიოზული არ არის, ლუისს სავარაუდოდ რამდენიმე კვირა გაუცდება

ტრავმების გამო კალიარისთან მატჩის დასრულება ანდრეა კამბიაზომ და დუგლას ლუისმა ვერ შეძლეს.

SportItalia-ს ინფორმაციით, კამბიაზოს კუნთის გადაღლილობა აქვს, ის გუნდთან ერთად ვარჯიშს რამდენიმე დღეში განაახლებს და მომდევნო მატჩისთვის მზად უნდა იყოს.

უფრო რთულად არის საქმე დუგლას ლუისთან მიმართებაში. ბრაზილიელი დეტალურ შემოწმებას ხვალ ჩაიტარებს, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას კვლავ კუნთის ტრავმა აქვს, რის გამოც მას მინიმუმ 10-14 დღე გაუცდება.

error: დაცული კონტენტი !