ჯუნტოლი:“ ჩემპიონთა ლიგის გამო გაბრაზებულები ვართ, მაგრამ…“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა ? ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ, ეს როგორც ეკონომიკურ ასპექტში, ასევე იმიჯის მხრივ დიდი დარტყმა იყო, ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდოდა და ეს ვერ შევძელით, თუმცა არსებული სიტუაცია კარგად უნდა შევაფასოთ.
„ჩვენ გასულ ზაფხულს ძალიან ბევრი ცვლილება განვახორციელეთ, შევამცირეთ გუნდის საშუალო ასაკი, შევამცირეთ სახელფასო ხარჯები და ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობას ვაგრძელებთ
„სამწუხაროდ, ეს პროცესი გაკრვეულ მოთმინებასა და დროს მოითხოვს, ეს მარტივი არც ჩვენთვის არის, რადგან ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, როგორც დღეს.
„ჩვენ ვიცოდით, რომ იქნებოდა როგორც კარგი, ასევე რთული მომენტები, განსაკუთრებით ხშირი ტრავმების ფონზე. ჩვენ აღებული კურსი უნდა შევინარჩუნოთ და წინსვლა ერთიანად გავაგრძელოთ.
„კოლო და დუშანი ? ჩვენ ძალიან კარგი ფორვარდები გვყავს, მათ ერთად თამაში შეუძლიათ, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მწვრთნელი იღებს.
„იჯარით მყოფი ფეხბურთელები ? მათ იუვენტუსში დარჩენა, ჩვენ კი მათი შენარჩუნება გვინდა. იუვენტუსს სხვა წამყვან გუნდებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ჩვენ ამ თემაზე მომდევნო თვეებში ვისაუბრებთ.
„ჩემპიონთა ლიგა ? ეს ეკონომიკური და ტექნიკური თვალსაზრისით ჩვენი მთავარი მიზანია, რომელსაც ნებისმიერი გზით უნდა მივაღწიოთ.“