ლივერპული ჰანცკოს ტრანსფერით ინტერესდება, თუმცა ფეხბურთელის პრიორიტეტი იუვენტუსია
დავიდ ჰანცკო ფეიენორდის რიგებში კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს და მის მიმართ ევროპული გრანდების მხრიდან ინტერესი სულ უფრო იზრდება.
Tuttosport-ის ცნობით, 27 წლის სლოვაკი მცველის გაფორმების სურვილი ამჯერად ლივერპულმა გამოთქვა, თუმცა ჰანცკოს პრიორიტეტად კარიერის იუვენტუსში გაგრძელება რჩება.
ტურინულ გრანდსა და ჰანცკოს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე დიდი ხანია შეთანხმებულია და იუვენტუსი საერთო ენის გამონახვას ფეიენორდთან უახლოეს პერიოდში ეცდება. ბიანკონერის დავიდის გაფორმება სპეციალურის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 1-დან 10 ივნისამდე სურს, რომელიც მხოლოდ საკლუბო მუნდიალზე მონაწილე გუნდებისთვის იქნება გახსნილი.